თურქეთი თბილისის მერიას შშმ პირებისთვის ლიფტებს გადასცემს
თურქეთი თბილისის მერიას შშმ პირებისთვის ლიფტებს გადასცემს

​თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო თბილისის მერიასთან თანამშრომლობით ქალაქის ცენტრში (მელიქიშვილის ქუჩა, რუსთაველის გამზირი, თავისუფლების მოედანი) მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელებში, სამ ლოკაციაზე ექვსი შშმპ ლიფტის (ფლატფორმის) მონტაჟს უზრუნველყოფს.

საერთაშორისო საბაზრო ფასებით პროექტის ღირებულება 100 000 აშშ დოლარს შეადგენს.

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს მიერ პროექტის ფარგლებში დამონტაჟებული ლიფტები ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების კომფორტულ გადაადგილებას ქალაქის ყველაზე გადატვირთულ უბნებში, რაც დადებითად იმოქმედებს მათ სოციალურ აქტიურობაზე.