თურქეთმა სირიის საზღვრისკენ სპეცრაზმის და სამხედრო ტექნიკის გადასროლა დაიწყო
თურქეთმა სირიის საზღვრისკენ სპეცრაზმის და სამხედრო ტექნიკის გადასროლა დაიწყო

თურქეთმა სირიის საზღვრისკენ სპეცრაზმის და სამხედრო ტექნიკის გადასროლა დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯავშანტექნიკის კოლონა და სპეცდანიშნულების რაზმების დანაყოფები ჰათაის პროვინციაში, რეიჰანლის და კირიკჰანის რაიონებში ჩავიდნენ.

თურქეთის ჰათაის პროვინცია სირიის იდლიბის პროვინციას ესაზღვრება. 28 ივნისს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთმა სირიაში რამდენიმე პოზიციაზე თავდასხმა განახორციელა. თურქული მედია წერს, რომ სწორედ ამ პოზიციებიდან მიიტანეს იერიში იდლიბის პროვინციაში განთავსებულ თურქეთის სადამკვირვებლო პუნქტებზე.

როიტერსის“ ინფორმაციით, თურქეთის მიერ კონტროლირებულ პუნქტებზე თავდასხმის გამო, თურქეთის თავდაცვის სამინისტროში რუსეთის ატაშე გამოიძახეს. სირიაში ცეცხლის შეწყვეტის გარანტორი ქვეყნები თურქეთი, რუსეთი და ირანი არიან.