თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთმა სირიის ჩრდილოეთში 277 ტერორისტი გაანეიტრალა
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთმა სირიის ჩრდილოეთში 277 ტერორისტი გაანეიტრალა

სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ ფარგლებში, თურქეთმა სირიის ჩრდილოეთში 277 ტერორისტი გაანეიტრალა, – ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გასულ ღამით შეტაკებების დროს თურქეთის არმიის ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. თურქეთის მოკავშირე სირიელი ამბოხებულების წარმომადგენელი, მაიორი იუსეფ ჰამოუდი აცხადებს, რომ სასაზღვრო ზონაში მდებარე ქალაქებს – რას ელ აინს და თელ აბიადს თურქეთის არმიამ და „თავისუფალი სირიის არმიამ“ ალყა შემოარტყა. აღნიშნულ ქალაქებს ქურთული სამხედრო ჯგუფები აკონტროლებენ.

თურქეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ მთავარი სამიზნე არა ქურთული მოსახლეობა, არამედ ქურთული სამხედრო ჯგუფებია, რომელსაც ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს. თურქეთს სირიის ჩრდილოეთში „უსაფრთხოების ზონის“ შექმნა სურს.