თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ საზღვართან უსაფრთხო ზონის შექმნის შესახებ ოფიციალურად განაცხადა
თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ საზღვართან უსაფრთხო ზონის შექმნის შესახებ ოფიციალურად განაცხადა

თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ საზღვართან უსაფრთხო ზონის შექმნის შესახებ ოფიციალურად განაცხადა.

თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აქარის თქმით, აღნიშნული ტერიტორია სიგრძეში, საზღვრის გასწვრივ 145 კილომეტრს, სიგანეში კი – 30 კილომეტრს შეადგენს.

მინისტრის განცხადებით, „მშვიდობის წყაროს“ ოპერაციის ზონაში, ქურთების შენაერთების მიერ თავდასხმები, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ მხრიდან ამ დრომდე გრძელდება. მათი შეწყვეტისთვის თურქეთი მოლაპარაკებას რუსეთთან აწარმოებს.

ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ შეწყვეტის თაობაზე შეთანხმებას ანკარამ და ვაშინგტონმა 17 ოქტომბერს მიაღწიეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქურთთა შენაერთები უსაფრთხო ზონისთვის გამოყოფილ ტერიტორიას დატოვებდნენ. მოგვიანებით, 22 ოქტომბერს ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა რუსეთსა და თურქეთს შორისაც, რომლის მიხედვითაც, მხარეები შეთანხმდნენ, რომ რუსული სამხედრო პოლიცია და სირიის სასაზღვრო ძალები შუამავლობას გაუწევდნენ უსაფრთხო ზონიდან ქურთთა შენაერთების გასვლის პროცესს