თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია შესაძლოა, ქურთების „სახალხო დაცვის შენაერთის“ 149 ობიექტის დაბომბვით დაიწყოს
თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია შესაძლოა, ქურთების „სახალხო დაცვის შენაერთის“ 149 ობიექტის დაბომბვით დაიწყოს

სირიის აფრინის რეგიონში თურქეთმა სამხედრო ოპერაცია შესაძლოა, ქურთების „სახალხო დაცვის შენაერთის“ 149 ობიექტის დაბომბვით დაიწყოს.

სირიის ქურთული „დემოკრატიული კავშირის პარტია“ საერთაშორისო საზოგადოებას აფრინში თურქეთის ქმედების წინააღმდეგ ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

ქურთები ამბობენ, რომ აფრინის რეგიონი მარტო არ იქნება და მხარს ჩრდილო-აღმოსავლეთში მცხოვრები ჯგუფები დაუჭერენ.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, აფრინის რეგიონში ქურთული ჯგუფების წინააღმდეგ ანკარას არ შეუძლია შეზღუდოს სიფრთხილის ზომები, რაც შესაძლოა გავრცელდეს მანბიჯზე, ალეპოს პროვინციაზე და ევფრატის აღმოსავლეთ ნაწილში.