თურქეთმა რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების შეძენაზე შესაძლოა, ახალი კონტრაქტი გააფორმოს
თურქეთმა რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების შეძენაზე შესაძლოა, ახალი კონტრაქტი გააფორმოს. რუსეთის ვიცე-პრემიერის, იური ბორისოვის განცხადებით, პროექტის რეალიზების ალბათობა მაღალია.
რუსეთის მთავრობის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი ახალი თაობის რუსული ავიაგამანადგურებლების შეძენის ინტერესს იჩენს და არჩევანი შესაძლოა, სწორედ რუსულ სამხედრო თვითმფრინავებზე შეაჩეროს.
თურქეთმა რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „ეს-400“-ის ოთხი დივიზიონი შეიძინა. თურქეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ თუ ანკარა აშშ-ისგან „ეფ-35“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავებს ვერ შეიძენს, მაშინ რუსული „სუ-35“-ისა და „სუ-57“-ის შეძენის შესაძლებლობას განიხილავს.