თურქეთმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ევროპული შეთანხმება დატოვა
თურქეთმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ევროპული შეთანხმება დატოვა

თურქეთმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ევროპული შეთანხმება დატოვა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ადმინისტრაციას კონკრეტული მიზეზი, თუ რატომ ტოვებს ქვეყანა ამ შეთანხმებას, არ დაუსახელებია.

„ქალთა უფლებების დაცვის გარანტი ჩვენი შიდა კანონები და პირველ რიგში კონსტიტუციაა. ჩვენი სასამართლო სისტემა დინამიური და საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ საჭიროებისამებრ შეასრულოს რეგულაციები“, – წერს თურქეთის ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრი ზეჰრა ზუმრუტი მიკრობლოგ „ტვიტერზე“.

თურქეთმა ქალთა უფლებების დაცვის შესახებ ევროპულ შეთანხმებას ხელი 2011 წელს მოაწერა. საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, თურქეთი ფემიციდის ოფიციალურ სტატისტიკას არ აწარმოებს, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში ქალების 38 პრიცენტი ძალადობის მსხვერპლია.