თურქეთმა ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმის გამოძიება შესაძლოა, გაერო-ს ეგიდით მოითხოვოს
თურქეთმა ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმის გამოძიება შესაძლოა, გაერო-ს ეგიდით მოითხოვოს

თურქეთმა ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმის გამოძიება შესაძლოა, გაერო-ს ეგიდით მოითხოვოს. ამის შესახებ ვაშინგტონში სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

დიპლომატის განმარტებით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურ ერ-რიადთან თანამშრომლობა ჩიხში შევა.

მევლუთ ჩავუშოღლუმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით საუდის არაბეთთან ამჟამინდელი თანამშრომლობით თურქეთი უკმაყოფილოა.

ჯამალ ხაშოგი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოს 2 ოქტომბერს ესტუმრა. მას შემდეგ Washington Post-ის ჟურნალისტი გაუჩინარდა, ოფიციალურმა ერ-რიადმა ჯამალ ხაშოგის მკვლელობა აღიარა.

დატოვე კომენტარი