თურქეთმა და აშშ-მა სირიის ჩრდილოეთით, მანბიჯის რაიონში ერთობლივი პატრულირება დაიწყეს

22:37, 01.11.2018

თურქეთმა და აშშ-მა სირიის ჩრდილოეთით, მანბიჯის რაიონში ერთობლივი პატრულირება დაიწყეს. ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი ადასტურებს.

თურქეთის საზღვრიდან 30 კილომეტრით დაშორებულ ტერიტორიაზე, კოორდინირებულ პატრულირებას ნატო-ს წევრი ორი ქვეყანა დამოუკიდებლად ივნისიდან აწარმოებდა. ამავე პერიოდში შემდგარი შეთანხმებით კი, მხარეები ერთობლივ პატრულირებაზე გადასვლას დასთანხმდნენ.

 

მსგავსი