თურქეთმა ცხრა ქვეყანასთან თანამშრომლობით რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ანტინარკოტიკული ოპერაცია ჩაატარა
თურქეთმა ცხრა ქვეყანასთან თანამშრომლობით რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ანტინარკოტიკული ოპერაცია ჩაატარა

თურქეთმა ცხრა ქვეყანასთან თანამშრომლობით რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ანტინარკოტიკული ოპერაცია ჩაატარა. როგორც სააგენტო „ანადოლუ“ წერს, სპეცოპერაციის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ განაცხადა.

მინისტრის ცნობით, ოპერაციის დროს დააკავეს 67 პირი და ამოღებულია 70 მილიონი ლირა (9 მილიონი ევრო).

არსებული ინფორმაციით, დაჯგუფების ხელმძღვანელი წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

ოპერაციაში სახელწოდებით „ჭაობი“ სხვა ქვეყნის სამართალდამცველებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს  ნიდერლანდების, ბელგიის, ესპანეთის, იტალიის, ჩილეს, ეკვადორის და ბრაზილიის სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმა.