თურქეთმა ჩინეთისგან დამატებით 6.5 მილიონი დოზა „სინოვაკის“ ვაქცინა მიიღო

11:42, 25.01.2021

თურქეთმა ჩინეთისგან დამატებით 6.5 მილიონი დოზა „სინოვაკის“ ვაქცინა მიიღო. ინფორმაციას სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

თავდაპირველად, ქვეყანაში 3 მილიონი დოზა ჩაიტანეს. დღეისათვის კი, ვაქცინაცია უკვე 1 245 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა, უმეტესად მედიკოსებსა და ხანდაზმულებს.

ქვეყანაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 5 277 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 140 ფაქტი დაფიქსირდა. სულ კი, აღრიცხულია 2.42 მილიონი კოვიდინფიცირებული. მათგან ვირუსს 25 073 პაციენტი ემსხვერპლა.

მსგავსი