თურქეთმა ამერიკულ ავტომობილებზე, ალკოჰოლსა და თამბაქოზე ტარიფები გაზარდა
თურქეთმა ამერიკულ ავტომობილებზე, ალკოჰოლსა და თამბაქოზე ტარიფები გაზარდა

თურქეთმა ამერიკულ ავტომობილებზე, ალკოჰოლსა და თამბაქოზე ტარიფები გაზარდა. ტარიფების გაზრდა პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე მოხდა.

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუატ ოქტაის განცხადებით, ტარიფების გაზრდის გადაწყვეტილება აშშ-ის მიერ თურქეთის ეკონომიკაზე განხორციელებული თავდასხმის გამო მიიღეს.

ტარიფების ზრდა ასევე შეეხო ბრინჯსა და კოსმეტიკურ საშუალებებსაც. თურქეთსა და აშშ-ის შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც აშშ-მა თურქულ ალუმინსა და ფოლადზე ტარიფები გაზარდა.

დაძაბულობის მიზეზია თურქეთში დაკავებული ამერიკელი პასტორი, ენდრიუ ბრანსონი, რომელსაც ბრალად ედება გიულენის ორგანიზაციასთან კავშირი. პასტორის დაკავების გამო, აშშ-მა თურქეთის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს სანქციები დაუწესა.

დატოვე კომენტარი