თურქეთისა და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 31 მაისს შედგება

10:40, 27.05.2021

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს დენდიასი თურქ კოლეგას მევლუთ ჩავუშოღლუს 31 მაისს ათენში შეხვდება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საბერძნეთის საგარეო უწყება ადასტურებს.

მხარეთა შორის საუბრის თემა ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე რეგიონალურ და გლობალურ საკითხებს შეეხება.

მანამდე, დაგეგმილი შეხვედრის შესახებ თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მევლუთ ჩავუშოღლუმაც დაადასტურა.

„მოწვევა მივიღე და ორშაბათს საბერძნეთში ჩავალ“, – აღნიშნა ჩავუშოღლუმ.

მსგავსი