თურქეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, აჰმეთ დავუთოღლუმ მმართველი პარტიიდან გასვლის შესახებ განაცხადა
თურქეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, აჰმეთ დავუთოღლუმ მმართველი პარტიიდან გასვლის შესახებ განაცხადა

თურქეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, აჰმეთ დავუთოღლუმ პრეზიდენტ ერდოღანის მმართველი პარტიიდან გასვლის შესახებ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ესოშიეტიდ პრესი ავრცელებს“.

დავუთოღლუ ახალი პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბებას გეგმავს.

ყოფილმა პრემიერმა მმართველი პარტიის დატოვების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც პარტიული დისციპლინის დარღვევის ბრალდებით პარტიაში მისი და კიდევ სამი ყოფილი დეპუტატის გარიცხვის პროცედურა დაიწყეს.

2009-2014 წლებში აჰმედ დავუთოღლუ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა, რის შემდეგაც ის პრემიერ-მინისტრი გახდა. 2016 წელს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დავუთოღლუ ბინალი ილდირიმით შეცვალა.

როგორც „ესოშიეტიდ პრესი“ წერს, ბოლო პერიოდში აჰმეთ დავუთოღლუ პრეზიდენტ ერდოღანის პოლიტიკას აკრიტიკებდა, განსაკუთრებით გამოხატვის თავისუფლების კუთხით.