თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ქვეყნის ათ პროვინციაში 284 ადამიანი დაიღუპა და 2 323 დაშავდა  
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ქვეყნის ათ პროვინციაში 284 ადამიანი დაიღუპა და 2 323 დაშავდა  

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუათ ოქტაის ინფორმაციით, თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად ქვეყნის ათ პროვინციაში 284 ადამიანი დაიღუპა და 2 323 დაშავდა.

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა დღეს, გამთენიისას მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, სტიქიის სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდას შეადგენდა.

სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა სირიაშიც. დაღუპულია 237 ადამიანი, დაშავდა 600-ზე მეტი.