თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად თეირანში ჩავიდა
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი ჯევდეთ ილმაზი თეირანში ჩავიდა. მან შეხვედრა გამართა ირანის პრეზიდენტთან, მასუდ ფეზეშქიანთან. ჯევდეთ ილმაზმა ფეზეშქიანს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა.
ილმაზი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად იმყოფება.
„განვაგრძობთ წვლილის შეტანას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების, დიალოგის არხების გაძლიერებისა და ომის შემდგომი ნორმალიზაციის პროცესის მხარდაჭერის მცდელობებში“, – განაცხადა ჯევდეთ ილმაზმა.
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა განაგრძობს მუშაობას ირანელ პარტნიორებთან ერთად ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის ყველა სფეროში, განსაკუთრებით ეკონომიკის, ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში.