თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ ტრამპის მიერ ქვეყნებისთვის დაწესებული ტარიფებით თურქეთმა, შესაძლოა, ისარგებლოს კიდეც
აშშ-ის პრეზიდენტის მიერ მსოფლიოს უმეტესი ქვეყნის მიმართ დაწესებული ტარიფებით თურქეთმა, შესაძლოა, ისარგებლოს კიდეც, – ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯევდეთ ილმაზმა განაცხადა.
მისი თქმით, თურქეთი ყურადღებით უნდა დააკვირდეს, თუ რა საპასუხო ზომებს მიიღებენ სხვა ქვეყნები.
„თურქეთთან მიმართებაში 10-პროცენტიანი ტარიფები გამოცხადდა. ჯერჯერობით ეს ჩვენთვის სასარგებლოა. ტარიფების ზრდა იქამდე მიდის, რომ ქვეყნები, რომლებიც ამერიკის ბაზარზე ყიდიან პროდუქტს, აგრესიულად გადადიან სხვა ბაზრებზე და ჩვენ ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. მეორე მხრივ, საქონელზე ფასებმა დაიკლო, ამიტომ ამ თვალსაზრისით დადებით ეფექტზე შეიძლება ვისაუბროთ“, – განმარტა თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა.