თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ ოფიციალური ანკარა აგრძელებს ძალისხმევას შავ ზღვაში მრავალმხრივი დიალოგისა და თანამშრომლობისთვის
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ ოფიციალური ანკარა აგრძელებს ძალისხმევას შავ ზღვაში მრავალმხრივი დიალოგისა და თანამშრომლობისთვის

თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის, ფუად ოქთაის განცხადებით, ოფიციალური ანკარა აგრძელებს ძალისხმევას შავ ზღვაში მრავალმხრივი დიალოგისა და თანამშრომლობისთვის.

„შავი ზღვა, რომელიც თურქეთის „ლურჯი სამშობლოს“ დოქტრინის მნიშვნელოვანი ნაწილია, გრძელდება ძალისხმევა მრავალმხრივი დიალოგისა და თანამშრომლობისთვის ჩვენი პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, რეგიონული კუთვნილების გაცნობიერების საფუძველზე. სხვა სიტყვებით, გვჯერა, რომ შავი ზღვის რეგიონში არსებული პრობლემების საუკეთესო გადაწყვეტა რეგიონის ქვეყნებიდან შეიძლება, გამომდინარეობდეს“, – აღნიშნა ოქთაიმ.

ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ამ ზღვისპირა ქვეყნებს შორის მზარდი თანამშრომლობა და სოლიდარობა გავრცელდება ბალკანეთიდან კავკასიის რეგიონამდე და შავ ზღვას და მის შემოგარენს უფრო „აყვავებულს გახდის“.