თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ სტამბოლის ახალ მერად ოპოზიციონერი ეკრემ იმამოღლუ აღიარა
თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ სტამბოლის ახალ მერად ოპოზიციონერი ეკრემ იმამოღლუ აღიარა

თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ სტამბოლის ახალ მერად ეკრემ იმამოღლუ აღიარა. შესაბამისი დოკუმენტის „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატმა ცოტა ხნის წინ მიიღო. იმამოღლუს სერტიფიკატი სტამბოლის სასამართლოსთან გამართულ ცერემონიაზე ფორმალურად გადასცეს.

როგორც „სახალხო რესპუბლიკურ პარტიაში“ განაცხადეს, იმამოღლუ სტამბოლის მერის კაბინეტში თურქეთის დროით 7 საათზე შევა.

აღსანიშნავია, რომ იმამოღლუ უკანასკნელი 25 წლის განმვალობაში პირველი ოპოზიციონერია, რომელიც სტამბოლის მერის თანამდებობას დაიკავებს.

იმამოღლუს გამარჯვებას თურქეთის მმართველი პარტია არ აღიარებს და სასამართლოსგან სტამბოლის არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს. ერდორანმა თავადაც განაცხადა, რომ სტამბოლის არჩევნები დარღვევების გამო ხელახლა უნდა გაიმართოს.

თუ მმართველი პარტიის მოთხოვნა დაკმაყოფილდა სტამბოლში ხელახალი არჩევნები 2 ივნისს გაიმართება.