თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალურ გამარჯვებულად გამოაცხადა
თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალურ გამარჯვებულად გამოაცხადა

თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალურ გამარჯვებულად გამოაცხადა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების 99%-ის დათვლის შემდეგ, ერდოღანს 52.55% აქვს.

საარჩევნო საბჭოს თავმჯდომარე სადი გუვენის განცხადებით, დარჩენილი ხმები არჩევნების შედეგებზე გავლენას ვეღარ მოახდენს.

საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ადგილზე გავიდა მუჰარემ ინჯე 30.67%-ით. მესამე ადგილი დაიკავა სალაჰათთინ დემირტაშმა 8.36%-ით. მეოთხე ადგილზე მერალ აქშენერია, რომელსაც ხმების 7.33% აქვს. თემელ კარამოლაუღლუმ 0.89%, დოღუ პერინჩეკმა კი 0.20% მიიღეს.

რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, პარლამენტში მოსახვედრი 10%-იანი ბარიერი 5-მა პოლიტიკურმა პარტიამ გადალახა. მმართველ „სამართლიანობისა და განვითარების პარტიას” 42.50% აქვს. ოპოზიციურმა „სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ” 22.68% მიიღო, მესამე ადგილზეა პროქურთული „სახალხო დემოკრატიული პარტია“ 11.63%-ით, არჩევნებზე მეოთხე ადგილი დაიკავა „ნაციონალისტური მოძრაობის პარტიამ” 11.13%-ით. მეხუთე პოლიტიკური პარტია, რომელიც პარლამენტში 10.01%-ით შევიდა, „კარგი პარტიაა”.