თურქეთის ტრანსპორტის მინისტრ​ი - ზანგეზურის დერეფანი იქნება „შუა დერეფნის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მარშრუტი, რომელიც შეიძლება, გაგრძელდეს თურქულ სამყარომდე და პეკინამდე
თურქეთის ტრანსპორტის მინისტრ​ი - ზანგეზურის დერეფანი იქნება „შუა დერეფნის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მარშრუტი, რომელიც შეიძლება, გაგრძელდეს თურქულ სამყარომდე და პეკინამდე

ზანგეზურის დერეფანი იქნება „შუა დერეფნის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მარშრუტი, რომელიც შეიძლება, გაგრძელდეს თურქულ სამყარომდე და პეკინამდე, – ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრმა, აბდულქადირ ურალოღლუმ განაცხადა.

თურქეთის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, დერეფნის გახსნასთან დაკავშირებით სომხურ მხარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„სწორია იქ გავლა, მაგრამ თუ ვერ მოხერხდა, ჩვენმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ დერეფნის პროექტს ირანი განახორციელებს. ჩვენ ასევე ვინარჩუნებთ საჭირო კონტაქტებს ირანულ მხარესთან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ადგილი სწრაფად გავაცოცხლოთ“, – განაცხადა თურქეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრმა.