თურქეთის ტერიტორიაზე კორონავირუსის ე.წ. მიუ შტამის ორი შემთხვევა დაფიქსირდა
თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეთინ ქოჩას განცხადებით, თურქეთის ტერიტორიაზე კორონავირუსის ე.წ. მიუ შტამის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„ახლა ჩვენ არ განვიხილავთ დამატებითი ზომების შემოღების შესაძლებლობას, რადგან ამ ორი შემთხვევის გარდა, მიუ შტამით დაინფიცირების სხვა შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
ინფიცირებულთა 90%-ზე მეტი ე.წ. დელტა ან დელტა პლუს შტამით არის ინფიცირებული“, – განაცხადა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა.