თურქეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ იგნეადას სანაპიროსთან, ბულგარეთის საზღვართან ახლოს ნაღმი აღმოაჩინეს

12:20, 28.03.2022

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იგნეადას სანაპიროსთან, ბულგარეთის საზღვართან ახლოს ნაღმი აღმოაჩინეს. თურქეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ინციდენტის ადგილზე სასწრაფოდ გადაიყვანეს წყალქვეშა თავდაცვის ძალები.

თურქული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ნაღმი წყალქვეშა თავდაცვის ძალების კონტროლის ქვეშაა და მის გასანეიტრალებლად მუშაობა მიმდინარეობს.

26 მარტს თურქულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ნაღმი ბოსფორის სრუტეში მეთევზეებმა აღმოაჩინეს. მოგვიანებით თურქეთის თავდაცვის სამინისტროში თქვეს, რომ ნაღმი წარმატებით განეიტრალდა.

 

მსგავსი