თურქეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ იდლიბის პროვინციაში სირიის სახელისუფლებო ძალების 51 სამხედრო გაანეიტრალეს
თურქეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ იდლიბის პროვინციაში სირიის სახელისუფლებო ძალების 51 სამხედრო გაანეიტრალეს

თურქეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ იდლიბის პროვინციაში სირიის სახელისუფლებო ძალების 51 სამხედრო გაანეიტრალა.

როგორც თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ასევე განადგურებულია სირიის რეჟიმის ორი ტანკი, საზენიტო დანადგარი და ერთი სამხედრო საწყობი.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ თურქეთის ძალებმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ათობით სამიზნეზე იერიში მიიტანეს.

10 თებერვალს თურქეთის მთავრობამ განაცხადა, რომ იდლიბში სირიის სახელისუფლებო ძალებმა თურქეთის სამხედროების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, რასაც ხუთი თურქი ჯარისკაცი ემსხვერპლა. საპასუხოდ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ 12 თებერვალს სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონში სამოქმედო გეგმას გამოაქვეყნებს.