თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირანის ტერიტორიიდან ცეცხლის გახსნის შედეგად ერთი თურქი სამხედრო დაიღუპა, ორი კი დაიჭრა
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირანის ტერიტორიიდან ცეცხლის გახსნის შედეგად ერთი თურქი სამხედრო დაიღუპა, ორი კი დაიჭრა

ირანთან საზღვარზე ერთი თურქი სამხედრო დაიღუპა, ორი კი დაიჭრა.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ირანის ტერიტორიის მხრიდან თურქ სამხედროებს ცეცხლი გაუხსნეს.

უწყების განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, თუ ვინ გაუხსნა ცეცხლი ჯარისკაცებს.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედროები ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ჰაქიარის პროვინციაში, სასაზღვრო ქალაქში სამეთვალყურეო-სადაზვერვო მისიას ასრულებდნენ.