თურქეთის თავდაცვის სამინისტრო – საავიაციო ავარიებისა და ინციდენტების გამომძიებელი ჩვენი ჯგუფი კატასტროფის ადგილზე საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინაციით მუშაობს 

17:10, 12.11.2025

თურქეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ საავიაციო ინციდენტებზე მომუშავე საგამოძიებო ჯგუფი თურქული სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის კატატსროფის ადგილზე საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინაციით მუშაობს. ამის შესახებ უწყების მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„საავიაციო ავარიებისა და ინციდენტების გამომძიებელი ჩვენი ჯგუფი, რომელიც სწრაფად ჩავიდა საქართველოში, „C-130“-ის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას, კატასტროფის ადგილზე მუშაობს საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინაციით.

ინციდენტთან დაკავშირებით ტექნიკური გამოძიების და შეფასების პროცესი გრძელდება და მოვლენების განვითარების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას ეცნობება“, – ნათქვამია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი