თურქეთის თავდაცვის სამინისტრო - ერაყში თურქეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა ავიაიერიშების შედეგად 19 ქურთი მებრძოლი მოკლეს
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო - ერაყში თურქეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა ავიაიერიშების შედეგად 19 ქურთი მებრძოლი მოკლეს

ერაყში თურქეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა ავიაიერიშების შედეგად 19 ქურთი მებრძოლი მოკლეს. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

როგორც ცნობილია, საჰაერო ოპერაცია ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში ჩატარდა. საჰაერო თავდასხმები ერთდროულად რამდენიმე რეგიონში განხორციელდა. მათ შორის იყო „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მთავარი სამყოფელი, კანდილის მთები.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო ოთხ დღეში ჩატარებული საჰაერო ოპერაციების შედეგად, საერთო ჯამში, „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 57 წევრის ლიკვიდაცია მოხერხდა.

ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ „ქურთისტანის მუშათა პარტიასა“ და თურქეთის ხელისუფლებას შორის თითქმის 30 წლიან დაპირისპირებას 40 ათასი ადამიანი შეეწირა.