თურქეთის თავდაცვის მინისტრი - აზერბაიჯანთან ერთობლივი წვრთნები რეგიონში სტაბილურობას ისახავს მიზნად
თურქეთის თავდაცვის მინისტრი - აზერბაიჯანთან ერთობლივი წვრთნები რეგიონში სტაბილურობას ისახავს მიზნად

თურქეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი წვრთნები რეგიონში სტაბილურობას ისახავს მიზნად, – აღნიშნულის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა ქონიაში თურქულ-აზერბაიჯანული ერთობლივი ტაქტიკური საავიაციო წვრთნების ფარგლებში განაცხადა.

თურქი მინისტრის თქმით, წვრთნები მნიშვნელოვანია სამხედრო პერსონალის გამოცდილების გასაზრდელად. აგრეთვე, ამ ორი ქვეყნის სამხედრო თანამშრომლობა მიზნად ისახავს მათი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და რეგიონში სტაბილურობის არსებობას.

თურქი კოლეგის მიწვევით, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი ზაქირ ჰასანოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე რამიზ ტაიროვი თურქეთის ქალაქ ქონიაში ჩავიდნენ, სადაც ერთობლივ წვრთნებს დაესწრნენ.

მანამდე თურქეთის რესპუბლიკაში აგრეთვე ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი ქერიმ ველიევმა შეხვედრა გამართა თურქეთის თავდაცვის ძალების გენშტაბის უფროსთან იაშარ გიულერთან და თავდაცვის უწყების მინისტრ ჰულუსი აქართან.

შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს სამხედრო, სამხედრო-ტექნიკურ, სამხედრო-საგანმანათლებლო, საინჟინრო და სხვა სფეროებში თანამშრომლობის განვითარების საკითხები.

დატოვე კომენტარი