თურქეთის თავდაცვის მინისტრი - შავი ზღვის რეგიონი სტრატეგიული დაპირისპირების ზონად არ უნდა გადაიქცეს
თურქეთის თავდაცვის მინისტრი - შავი ზღვის რეგიონი სტრატეგიული დაპირისპირების ზონად არ უნდა გადაიქცეს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანიაში რამშატაინის ბაზაზე გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის შემდეგ თურქეთმა მონტროს კონვენციის თანახმად დახურა სრუტეები სამხედრო ხომალდებისთვის.

მისი თქმით, შავი ზღვის რეგიონი არ უნდა გადაიქცეს სტრატეგიული დაპირისპირების ზონად, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს სერიოზულ შედეგს მოიტანს.

„კონფრონტაციის რეგიონზე გავრცელება დაუშვებელია. ჩვენ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს შეშფოთებით ვაკვირდებით. ფრთხილი მიდგომით შესაძლებელია დიალოგის გზის გამონახვა. უკრაინაში ჰუმანიტარული სიტუაცია უარესდება. თურქეთი მზადაა შუამავლობისთვის ყველაფერი გააკეთოს, რათა ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდეს“, – განაცხადა ჰულუსი აქარმა.