თურქეთის თავდაცვის მინისტრი - შავ ზღვაში უკრაინული „მარცვლეულის დერეფნის“ პრობლემა მოგვარებასთან ახლოსაა
თურქეთის თავდაცვის მინისტრი - შავ ზღვაში უკრაინული „მარცვლეულის დერეფნის“ პრობლემა მოგვარებასთან ახლოსაა

შავ ზღვაში უკრაინული „მარცვლეულის დერეფნის“ პრობლემა მოგვარებასთან ახლოსაა, – ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა „გლობალ ჰაბერთან“ ინტერვიუში განაცხადა.

თურქეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, კრიზისის მოსაგვარებლად ანკარა აქტიურად არის კონტაქტზე რუსეთთან, უკრაინასთან და გაერო-სთან.

ჰულუსი აქარის განცხადებით, თურქეთი ცდილობს, მიაღწიოს თუნდაც დროებითი ცეცხლის შეწყვეტას უკრაინაში ჰუმანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

„ჩვენ ახლოს ვართ გამოსავალთან. ჩვენ მეზობლები ვართ შავ ზღვაზე როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან. ძალიან თბილი ურთიერთობა დავამყარეთ ბატონ პუტინთან და ბატონ ზელენსკისთან და გვქონდა ძალიან საფუძვლიანი მოლაპარაკებები. ჩვენმა პრეზიდენტმა, განსაკუთრებით, ძალიან ბევრი იშრომა ამ ომის თავიდან ასაცილებლად. მის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრეც კი, მან ბოლო წუთამდე დიდი ძალისხმევა გამოიჩინა მწვავე კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. ახლა, ბოლო მომენტში, წარმოიშვა მარცვლეულის პრობლემაა. ჩვენ ახლოს ვართ „მარცვლეულის დერეფნის“ პრობლემის მოგვარებასთან. საუბარია 20-25 მილიონ ტონა მარცვლეულზე“, – თქვა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.