თურქეთის თავდაცვის მინისტრი - მთიან ყარაბაღში ერთობლივი ცენტრის შექმნაზე თურქეთსა და რუსეთს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები გეგმის მიხედვით გრძელდება
თურქეთის თავდაცვის მინისტრი - მთიან ყარაბაღში ერთობლივი ცენტრის შექმნაზე თურქეთსა და რუსეთს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები გეგმის მიხედვით გრძელდება

მთიან ყარაბაღში ერთობლივი ცენტრის შექმნაზე თურქეთსა და რუსეთს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები გეგმის მიხედვით გრძელდება, – ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა განაცხადა.

„რუსებთან სამუშაოები მიმდინარეობს, როგორც ეს დაგეგმილი იყო“, – განაცხადა ჰულუსი აქარმა სამხედრო მეთაურებს ვიდეოკონფერენციაზე.

აზერბაიჯანმა და სომხეთმა, 10 ნოემბერს, ხელი მოაწერეს რუსეთის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისა და ყოვლისმომცველ გადაწყვეტაზე. ამის შემდეგ თურქეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სამშვიდობო შეთანხმების მონიტორინგის ერთობლივი ცენტრის შექმნის შესახებ. ცენტრი შეიქმნება სომხეთის მმართველობისგან გათავისუფლებულ აზერბაიჯანის ტერიტორიებზე.