თურქეთის თავდაცვის მინისტრი - მკაცრ პასუხს გავცემთ ლიბიაში ხალიფა ჰაფთარის ძალების მხრიდან ნებისმიერ აგრესიას
თურქეთის თავდაცვის მინისტრი - მკაცრ პასუხს გავცემთ ლიბიაში ხალიფა ჰაფთარის ძალების მხრიდან ნებისმიერ აგრესიას

თურქეთი მკაცრ პასუხს გასცემს ლიბიაში ხალიფა ჰაფთარის ძალების მხრიდან ნებისმიერ აგრესიას, – ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა განაცხადა.

„ჩვენი მიმართულებით ნებისმიერი აგრესია და მტრული მოძრაობა, მაშინ, როდესაც ჩვენ რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობაში ჩვენი წვლილის შეტანას ვცდილობთ, მძიმე საფასურის გადახდას გამოიწვევს. მზად ვართ, ჩვენ მიმართ მტრული გამოვლინებისთვის“, – თქვა ჰულუსი აქარმა.

თურქეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ხალიფა ჰაფთარის არმიის წევრებმა თქვეს, რომ ლიბიაში თურქულ სამხედრო კომპონენტს თავს დაესხმებიან და თურქულ კომერციულ თვითმფრინავებსა და გემებს მტრულ ობიექტებად ჩათვლიან.

ხალიფა ჰაფთარის არმია დედაქალაქ ტრიპოლის აღებას 4 აპრილიდან ცდილობს.