თურქეთის თავდაცვის მინისტრი – მივესალმებით აზერბაიჯან-სომხეთს შორის გასულ წელს ვაშინგტონში დადასტურებულ ვალდებულებას და მშვიდობისკენ ბოლო დროს გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებს
მივესალმებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გასულ წელს ვაშინგტონში დადასტურებულ ვალდებულებას და მშვიდობის დამყარებისკენ ბოლო დროს გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებს, – ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, იაშარ გიულერმა განაცხადა.
თურქეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, იმედოვნებს, რაც შეიძლება მალე დამყარდება ყოვლისმომცველი და ხანგრძლივი მშვიდობა რეგიონში.
„თურქეთი მხარს უჭერს ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს პროცესის მდგრად საფუძველზე დასრულებას, რეგიონული სტაბილურობის განმტკიცებასა და რეგიონის ყველა ხალხის მშვიდობასა და კეთილდღეობაში წვლილის შეტანას. კავკასიას დღეს სჭირდება ნდობა, თანამშრომლობა, განვითარება და კეთილდღეობა და არა — კონფლიქტი. ჩვენ გვჯერა, რომ თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მტკიცე სოლიდარობა ამ ახალი ეპოქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტიაა“, – აღნიშნა იაშარ გიულერმა.