თურქეთის თავდაცვის მინისტრი – იდლიბის პროვინციაში მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ არღვევენ

12:45, 07.03.2020
FILE PHOTO: Turkey's Defence Minister Hulusi Akar attends a NATO defence ministers meeting at the Alliance headquarters in Brussels, Belgium February 12, 2020. REUTERS/Francois Lenoir

FILE PHOTO: Turkey's Defence Minister Hulusi Akar attends a NATO defence ministers meeting at the Alliance headquarters in Brussels, Belgium February 12, 2020. REUTERS/Francois Lenoir

სირიაში, იდლიბის პროვინციაში მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ არღვევენ. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ჰულუსი აკარმა აღნიშნა, რომ რუსეთთან შეთანხმებულ ცეცხლის შეწყვეტას მხარეები ჯერ იცავენ.

ამასთან ერთად, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში ანკარა თავდაცვის მექანიზმის უფლებას აუცილებლად გამოიყენებს.

რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტებმა სირიაში, იდლიბის პროვინციაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მოსკოვში 5 მარტს, რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ მიაღწიეს. შეთანხმება იმავე დღის შუა ღამეს ამოქმედდა.

სირიის პროვინცია იდლიბში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სირიის არმიის შეტევის შედეგად, 33 თურქი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. სირიაში თურქეთი და რუსეთი ერთმანეთთან დაპირისპირებულ მხარეებს უჭერენ მხარს.

მსგავსი