თურქეთის თავდაცვის მინისტრი - ახლა გაიხსნა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მუდმივი მშვიდობის დამყარებისთვის
თურქეთის თავდაცვის მინისტრი - ახლა გაიხსნა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მუდმივი მშვიდობის დამყარებისთვის

ახლა გაიხსნა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მუდმივი მშვიდობის დამყარებისთვის, – ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, იაშარ გიულერმა ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თურქეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, თურქეთი გააგრძელებს აზერბაიჯანის გვერდით დგომას „ორი სახელმწიფო, ერთი ერის“ პრინციპით.

„სომხეთმაც უნდა იმოქმედოს ამის გაცნობიერებით. ჩვენი გულწრფელი სურვილია, რომ მათ გამოიჩინონ თანამშრომლობის დამოკიდებულება მეზობლებთან და არა სხვებთან“, – აღნიშნა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.