თურქეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა შესაძლოა, უახლოეს დღეებში იყოს შესაძლებელი
თურქეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა შესაძლოა, უახლოეს დღეებში იყოს შესაძლებელი

ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა შესაძლოა, უახლოეს დღეებში იყოს შესაძლებელი, – ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აკარმა გერმანიაში, ნატო-ს „რამშტაინის“ ბაზაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

აკარმა აღნიშნა, რომ საკონსულტაციო შეხვედრაზე 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლებმა გაცვალეს მოსაზრებები და განიხილეს უკრაინის თავდაცვის შემდგომი სამოქმედო გეგმა.

„ჩვენ შეშფოთებით ვაკვირდებით მოვლენებს. მიღებული სიახლეებით თუ ვიმსჯელებთ, არის პრობლემური სიტუაციები. როგორც ყველა ქვეყანა, ჩვენც სხვადასხვანაირად ვცდილობთ მათ დაძლევას. ჩვენ უნდა გავიხსნათ. ამრიგად, ჩვენ გვჯერა, რომ მშვიდობიანი გადაწყვეტილებების პოვნა უფრო ადვილია“, – აღნიშნა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.