თურქეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის გაჭიანურება მისი სხვა ტერიტორიებზე გავრცელების საფრთხეს ზრდის
თურქეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის გაჭიანურება მისი სხვა ტერიტორიებზე გავრცელების საფრთხეს ზრდის

თურქეთის თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აკარის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომის გაჭიანურება მისი სხვა ტერიტორიებზე გავრცელების საფრთხეს ზრდის. ამის შესახებ ჰულუსი აკარმა იტალიურ მედიასთან ინტერვიუში თქვა.

თურქეთის თავდაცვის უწყების მეთაური აცხადებს, რომ თურქეთი მხარს უჭერს რუსეთსა და უკრაინას შორის დიალოგის გაგრძელებას ე.წ. სტამბოლის პროცესის ფარგლებში.

მისივე თქმით, ანკარა არ იშურებს ძალისხმევას, რათა მოსკოვსა და კიევს შორის უთანხმოება დიპლომატიური გზით მოგვარდეს.

„თურქეთს მიაჩნია, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად რეგიონსა და საერთაშორისო ასპარეზზე კონფლიქტები მშვიდობიანი გზით უნდა გადაიჭრას, დიალოგის გზით, საერთაშორისო სამართლის ჩარჩოში და კეთილმეზობლობის პრინციპების დაცვით.

როგორც პრეზიდენტმა ერდოღანმა თქვა, ომს არ შეიძლება, ჰყავდეს გამარჯვებული, ხოლო სამართლიან მშვიდობას – დამარცხებული. რაც უფრო დიდხანს გრძელდება შეიარაღებული კონფლიქტი, მით უფრო რთული ხდება მხარეებისთვის ჭრილობების მოშუშება. კონფლიქტის გაჭიანურება მისი სხვა ტერიტორიებზე გავრცელების საფრთხეს ზრდის“, – განაცხადა ჰულუსი აკარმა.