თურქეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ სირიის ახალ ადმინისტრაციას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მართოს ქვეყანა თავისი კონსტრუქციული გზავნილების შესაბამისად
თურქეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ სირიის ახალ ადმინისტრაციას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მართოს ქვეყანა თავისი კონსტრუქციული გზავნილების შესაბამისად

თურქეთის თავდაცვის მინისტრის, იაშარ გიულერის თქმით, სირიის ახალ ადმინისტრაციას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მართოს ქვეყანა თავისი კონსტრუქციული გზავნილების შესაბამისად, თურქეთი კი მზადაა, დაეხმაროს ქვეყანას სამხედრო წვრთნით, თუ ასეთი დახმარება მათთვის საჭირო იქნება.

ნატო-ს წევრი თურქეთი აქტიურად უჭერდა მხარს სირიელ მეამბოხეებს, რომლებმაც გასულ შაბათ-კვირას პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი დაამხეს.

„თავის პირველ განცხადებაში ახალმა ადმინისტრაციამ, რომელმაც ასადის დაამხო, განაცხადა, რომ პატივს სცემს ყველა სამთავრობო ინსტიტუტს, გაერო-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციას. თურქეთი მზად არის, უზრუნველყოს საჭირო მხარდაჭერა, თუ ამას ახალი ადმინისტრაცია მოითხოვს“, – განუცხადა გიულერმა ჟურნალისტებს ანკარაში.