თურქეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთის წარმომადგენლები მათთან საუბარში ოდესის პორტის დაბომბვასთან კავშირს უარყოფენ
თურქეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთის წარმომადგენლები მათთან საუბარში ოდესის პორტის დაბომბვასთან კავშირს უარყოფენ

რუსეთის მთავრობამ თურქეთის ხელისუფლებას უთხრა, რომ მათ არაფერი აქვთ საერთო ოდესის დაბომბვასთან. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა განაცხადა.

თურქეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოდესის პორტის დაბომბვის საკითხს აქტიურად და დეტალურად სწავლობენ.

„ფაქტი, რომ ასეთი ინციდენტი მოხდა მარცვლეულის გადაზიდვასთან დაკავშირებით გუშინ დადებული შეთანხმების შემდეგ, ნამდვილად გვაშფოთებს. ჩვენ ამ ფაქტით შეშფოთებული ვართ. თუმცა, ვაგრძელებთ ჩვენ მიერ გუშინ მიღწეული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და შეხვედრებზეც გამოვთქვით, რომ მომხრე ვართ, მხარეებმა მშვიდად და მოთმინებით გააგრძელონ თანამშრომლობა“, – განაცხადა ჰულუსი აქარმა.

რუსებმა ოდესის საზღვაო-სავაჭრო პორტი დღეს დაბომბეს.