თურქეთის თავდაცვის ძალების თვითმფრინავის კატასტროფისას დაღუპულთა ცხედრებს სამშობლოში გადაასვენებენ

17:19, 12.11.2025

თურქეთის თავდაცვის ძალების თვითმფრინავის ავიაკატასტროფისას დაღუპულთა ცხედრებს სამშობლოში გადაასვენებენ. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბურჰანეთინ დურანმა განაცხადა.

მისი თქმით, ცხედრებს იმავე, „a-400M“ ტიპის თვითმფრინავით გადაასვენებენ, რომლითაც საქართველოში სამძებრო-სამაშველო ეკიპაჟი გადაიყვანეს.

ამასთან, დურანის განცხადებით, მადლობას უხდის საქართველოს ხელისუფლებას ოპერატიული რეაგირებისა და აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის.

აღსანიშნავია, რომ ბორტზე მყოფი 20 ადამიანიდან ამ ეტაპზე 19 პირის ცხედარია აღმოჩენილი.

მსგავსი