თურქეთის თავდაცვის დირექტორატის ხელმძღვანელი - თურქეთმა ეს-400-ის ტიპის ანტისარაკეტო კომპლექსი იმისთვის იყიდა, რომ გამოიყენოს
თურქეთის თავდაცვის დირექტორატის ხელმძღვანელი - თურქეთმა ეს-400-ის ტიპის ანტისარაკეტო კომპლექსი იმისთვის იყიდა, რომ გამოიყენოს

თურქეთმა რუსეთისგან ეს-400-ის ტიპის ანტისარაკეტო კომპლექსი იმისთვის იყიდა, რომ გამოიყენოს და არა გვერდზე გადადოს.

აღნიშნული განცხადება თურქეთის თავდაცვის დირექტორატის ხელმძღვანელმა „სიენენ თურქთან“ ინტერვიუს დროს გააკეთა.

ისმაილ დემირმა საუბრის დროს აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის კომპლექსის ყიდვა მხოლოდ მის განსათავსებლად ბევრი სახელმწიფოსთვის არალოგიკური ქმედებაა. ამავდროულად თავდაცვის დირექტორატის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ეს-400-ის გამოყენებისთვის დახმარების გასაწევად თურქეთს რუსი პროფესიონალები არ ესტუმრებიან.

სიენენ თურქთან“ ინტერვიუს დროს ისმაილ დემირმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ამ პრობლემის გადაჭრისთვის იმუშავებენ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტმა თურქ კოლეგას უმასპინძლა. დონალდ ტრამპმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რიგ საკითხებთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებების დაძლევაზე იმსჯელეს.