თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში ტყის ხანძრის ყველა კერა ჩამქრალია
თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში ტყის ხანძრის ყველა კერა ჩამქრალია

თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ბექირ ფაკკდემირლის განცხადებით, ქვეყანაში ტყის ხანძრის ყველა კერა ჩამქრალია. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„ქვეყნის მასშტაბით, ყველა მსხვილი ხანძარი ჩავაქრეთ. ამ პროცესში, რომელიც 15 დღე გრძელდებოდა, ყველაზე საშინელი ტყის ხანძრები გამოვიარეთ. ტყის გმირების თავდადების წყალობით, ქიოიჯეღინზში ხანძარი ლიკვიდირებულია. ეს ბოლო ფრონტი იყო“, – განაცხადა ფაკდემირლიმ.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა ქვეყანას, რომელმაც თურქეთის ტყის ხანძრების პერიოდში დახმარება გაუწია.