თურქეთის შსს-მ სოციალური მედიის მომხმარებელთა წინააღმდეგ, რომლებიც ლირის გაუფასურებაზე წერდნენ, გამოძიება დაიწყო

15:32, 13.08.2018

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოციალური მედიის იმ მომხმარებელთა წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, რომლებიც ლირის გაუფასურებაზე წერდნენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საუბარია 346 მომხმარებელზე. თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით, ისინი პროვოკაციულად წერდნენ, რამაც ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენა მოახდინა.

გამოძიება იმ მომხმარებლების წინააღმდეგაა დაწყებული, რომლებიც სოციალურ ქსელებში ლირის კურსის ვარდნაზე პოსტებს მიმდინარე წლის 7 აგვისტოს შემდეგ წერდნენ.

მსგავსი