თურქეთის შს მინისტრის ცნობით, გასულ ღამეს, ქვეყნის მასშტაბით, აქციებზე კიდევ 43 ადამიანი დააკავეს
თურქეთის შს მინისტრის ცნობით, გასულ ღამეს, ქვეყნის მასშტაბით, აქციებზე კიდევ 43 ადამიანი დააკავეს

თურქეთში უკვე მეექვსე დღეა, საპროტესტო აქციები იმართება. სტამბოლში, ანკარასა და თურქეთის სხვა ქალაქების ქუჩებში სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს მხარდასაჭერად ათასობით ადამიანი გამოვიდა.

როგორც მედია წერს, სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს, ხოლო აქციის მონაწილეებმა მათი მიმართულებით პიროტექნიკა ისროლეს.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ ღამით კიდევ 43 ადამიანი დააკავეს. საერთო ჯამში, დაკავებულია 1 176 ადამიანი.

შეგახსენებთ, თურქეთში აქციები სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავების შემდეგ დაიწყო. იმამოღლუს სასამართლომ უკვე შეუფარდა პატიმრობა. მას კორუფციასა და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობაში ედება ბრალი.