თურქეთის შს მინისტრი - თურქეთის ციხეებში მყოფი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 1 200 წევრის რეპატრიაცია მოხდება
თურქეთის შს მინისტრი - თურქეთის ციხეებში მყოფი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 1 200 წევრის რეპატრიაცია მოხდება

თურქეთის ციხეებში მყოფი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 1 200 წევრის რეპატრიაცია მოხდება, – ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

სულეიმან სოილუს თქმით, ის ქვეყნები, რომლებიც დაეშის წევრებს თავიანთ მოქალაქეობას ართმევენ და რეპატრიაციას წინააღმდეგობას უწევენ, საერთაშორისო სამართალში ახალ პრობლემებს ქმნიან.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ 300 რადიკალი ისლამისტი თურქეთმა სირიის ჩრდილოეთში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დააკავა, რომელთა შორის ასევე ჯიჰადისტების ოჯახის წევრები არიან.

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს თავდასხმების შედეგად თურქეთში 2013 წლის შემდეგ 315 ადამიანი დაიღუპა.