თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, სამშობლოში 35 ათასზე მეტი სირიელი დაბრუნდა
თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, სამშობლოში 35 ათასზე მეტი სირიელი დაბრუნდა, რაც ნიშნავს, რომ ყოველდღიუარად სირიაში 1 672 ადამიანი ბრუნდება.
„8 დეკემბრის შემდეგ მათ დაიწყეს მშვიდობის, უსაფრთხოების, ღირსებისა და წესრიგის დაბრუნება“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ.
თურქეთიდან სირიელების უმრავლესობა ძირითადად ალეპოში ბრუნდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ამ ეტაპზე თურქეთში 3 მილიონი სირიელი იმყოფება, მათგან 805 ათასი ბავშვია, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზეა დაბადებული.