თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, სტამბოლის მერის დაპატიმრების საწინააღმდეგო აქციებზე 1 879 მოქალაქე დააკავეს, 260-ს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, სტამბოლის მერის დაპატიმრების საწინააღმდეგო აქციებზე 1 879 მოქალაქე დააკავეს, 260-ს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თურქეთში, სტამბოლის მერის დაპატიმრების საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულ დემონსტრანტთა რიცხვი 1 900-ს აღწევს.

ამის შესახებ „როიტერი“ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

ალი ერიკლეას თქმით, 19 მარტიდან დღემდე მიტინგებზე დაკავებულია 1 879 პირი. მისი თქმით, მათგან 260-ს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, 489 ადამიანი გათავისუფლდა, ხოლო 662 დაკავებულის საქმე კვლავაც განხილვის პროცესშია.

მინისტრის თქმით, აქციების დროს 150 პოლიციელი დაშავდა.

თურქეთის იუსტიციის მინისტრის, ილმიზ ტუნიჩის განცხადებით, ანკარამ სთხოვა ევროპელ პარტნიორებს, იმოქმედონ „საღი აზრის“ ფარგლებში.

მისივე თქმით, სტამბოლის მერს, ეკრემ იმამოღლუს სერიოზული ბრალდებება წაუყენეს და მისი დაპატიმრება აუცილებელი იყო.

„ჩვენ არ გვსურს არცერთი პოლიტიკოსის დაპატიმრება, მაგრამ თუ არსებობს დარღვევების მტკიცებულება, ეს მოხდება“, – განაცხადა თურქეთის იუსტიციის მინისტრმა.

ცნობისთვის, სტამბოლის მერი 19 მარტს დააპატიმრების, რასაც ქვეყანაში საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა.

ამასთან, თურქეთის ოპოზიციურმა პარტიამ ეკრემ იმამოღლუ პრეზიდენტობის კანდიდატად მაინც დაამტკიცა.