თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ თანამდებობას ტოვებს. მიზეზი, კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში კომენდანტის საათის მოულოდნელად შემოღების შედეგად, სასურსათო მაღაზიებთან წარმოქმნილი გრძელი რიგები გახდა, რამაც ვირუსის გავრცელების რისკები გაზარდა.
ამ ნაბიჯის გამო, მინისტრი ოპოზიციურმა ძალებმა მწვავედ გააკრიტიკეს.
თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომენდანტის საათის ამოქმედების შესახებ 10 აპრილის საღამოს განაცხადა და 31 პროვინციის მოსახლეობას, მათ შორის ანკარის, სტამბოლისა და ანტალიის მცხოვრებთ მომდევნო დღიდან ქუჩაში გამოსვლა აუკრძალა.
სულეიმან სოილუს განმარტებით, კომენდანტის საათის დაწესებაზე პასუხისმგებლობა მას ეკისრება, რის გამოც თანამდებობას ტოვებს.