თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი - ნურავინ ეცდება, ჩვენი ახალგაზრდობა და ჩვენი ხალხი საკუთარი პოლიტიკური ამბიციების ფარად გამოიყენოს
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი - ნურავინ ეცდება, ჩვენი ახალგაზრდობა და ჩვენი ხალხი საკუთარი პოლიტიკური ამბიციების ფარად გამოიყენოს

ნურავინ ეცდება, ჩვენი ახალგაზრდობა და ჩვენი ხალხი საკუთარი პოლიტიკური ამბიციების ფარად გამოიყენოს, – ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ალი იერლიკაია აცხადებს.

გამოქვეყნებულ განცხადებაში იერლიკაია პროტესტის მონაწილეებს ადანაშაულებს „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მცდელობაში, ქუჩის აქციების წახალისებასა და პოლიციაზე თავდასხმაში“.

„ასეთი ქმედებები მიზნად ისახავს ჩვენი ხალხის მშვიდობისა და უსაფრთხოების დარღვევას. ნურავინ ეცდება, ჩვენი ახალგაზრდობა და ჩვენი ხალხი საკუთარი პოლიტიკური ამბიციების ფარად გამოიყენოს“, – აღნიშნავს თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი.