თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ერაყში, „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 28 ცენტრი გაანადგურა
თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ერაყში, „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 28 ცენტრი გაანადგურა

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩრდილოეთ ერაყში, „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ დასაყრდენი, 28 ცენტრი გაანადგურა.

თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, სპეცოპერაცია ავაშინის, ბაისანისა და ზაპის პროვინციებში ჩატარდა.

სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, თურქეთის არმია ერაყის ტერიტორიის სიღრმეში 73 კილომეტრზეა შესული.

თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ჩრდილოეთ ერაყის ტერიტორიაზე ანკარას 11 სამხედრო ბაზა აქვს, რაც „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ ბრძოლას მნიშვნელოვნად აადვილებს. ქურთული დაჯგუფებისა და თურქეთის 30 წლიან ბრძოლას 40 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა სურს.